LIVE

ლარი 12.5 თეთრით გაუფასურდა - 1 დოლარი ₾3.3991 ღირს

07 მარ 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1941
ლარი 12.5 თეთრით გაუფასურდა - 1 დოლარი ₾3.3991 ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 12.47 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.3991 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6802 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6035 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 7.67 თეთრით გაუფასურდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„თიბისი კაპიტალის“ თანახმად, ლარის გაუფასურების პიკი უკვე მიღწეულია. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლარის გაუფასურებას "ემოციურ ფაქტორებს" უკავშირებს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სებ-ს ლარის კურსის არასასურველი რყევების შესაჩერებლად საკმარისი რეზერვები გააჩნია