LIVE

ლარის კურსის რყევების შესაჩერებლად სებ-ს საკმარისი რეზერვები აქვს - პაპუნა ლეჟავა

28 თებ 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1056
ლარის კურსის რყევების შესაჩერებლად სებ-ს საკმარისი რეზერვები აქვს - პაპუნა ლეჟავა

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სებ-ს ლარის კურსის არასასურველი რყევების შესაჩერებლად საკმარისი რეზერვები გააჩნია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ლარის კურსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გარკვეული მერყეობები მოსალოდნელი იყო. წინა კვირაშიც შეინიშნებოდა მერყეობები. ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები გააჩნია იმისთვის, რომ ბაზარზე არასასურველი რყევები არ დაუშვას“,- აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის რეზერვები რეკორდულ დონეზეა, რაც ორმა ფაქტორმა განაპირობა.

„ერთის მხრივ საერთაშორისო პარტნიორებმა საკმაოდ დიდი მოცულობის დახმარება გაგვიწიეს, რამაც განაპირობა რეზერვების დაგროვება. ამასთან, კოვიდ კრიზისამდე შიდა წყაროებითაც ვაგროვებდით უცხოური ვალუტის თანხებს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, დაახლოებით, მილიარდი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, დღეს, მაინც, ჩვენი რეზერვები საერთაშორისო სტანდარტებით, ადეკვატურ დონეზეა, შეფასებული“,- აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1540 ლარს შეადგენს. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი, 1 აშშ დოლარი 3.1900 ლარად ივაჭრება.