LIVE

რუსეთთან დაპირისპირების ფონზე ზელენსკიმ მიზანში ოლიგარქები ამოიღო

16 თებ 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 32276
რუსეთთან დაპირისპირების ფონზე ზელენსკიმ მიზანში ოლიგარქები ამოიღო
Konstantin Sazonchik/TASS/Getty Images

რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების მოლოდინის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა მიზანში ამოიღო ის, რაც, მისი აზრით, კიდევ ერთი საფრთხეა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის: ოლიგარქები.

სახელების დაკონკრეტების გარეშე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკრიტიკა ბიზნესმენები ქვეყნიდან გაქცევის გამო. მოქმედი პრეზიდენტი 2019 წელს საარჩევნო კამპანიის დროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ოლიგარქებისგან ძალაუფლების დაბრუნების პირობას დებდა. ახლა უკრაინის ყველაზე ძლევამოსილ ბიზნესმენებს სამ თვეზე ნაკლები აქვთ იმისთვის, რომ უარი თქვან აქტივებზე, რომლებიც მათ ოლიგარქებად აქცევს გასულ წელს მიღებული კანონით.

“ეს ჰგავს ჭადრაკის თამაშს ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ეს არის უკრაინის პოლიტიკის თავისებურება. აქ გარე საფრთხეები არასოდეს არის დაშორებული შიდა მოწინააღმდეგეებისგან”,- ამბობს პენტას კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი კიევში, ვოლოდიმირ ფესენკო.

ახლად მიღებული კანონი უფლებას აძლევს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს, მიანიჭოს პირს ოლიგარქის სტატუსი ოთხიდან სამი კრიტერიუმის არსებობის საფუძველზე: ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენის დონე, მონოპოლიური კომპანიის ფლობა ან კონტროლი და აქტივები, რომლებიც აღემატება 2,4 მილიარდ გრივნას ($85 მილიონი).  

ოლიგარქის სტატუსის მიღება ნიშნავს ქონების გამჭვირვალობის ვალდებულებას, პარტიების დაფინანსების, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. 

Forbes Ukraine-თან ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებს, რინატ ახმეტოვს და მილიარდერ იგორ კოლომოისკის პოტენციური სამიზნეები უწოდა. ახმეტოვის Metinvest B.V. 1 თებერვალში საგადასახადო გამოძიების ფარგლებში შეამოწმეს.

უკრაინა, რომელიც ევროპის უღარიბეს ქვეყნებს შორისაა, ცდილობს გაზარდოს გადასახადები რკინის მადნისა და ფოლადის ბიზნესზე, რომლებიც რამდენიმე ბიზნესმენის ხელშია კონცენტრირებული, რომლებიც ასევე აკონტროლებენ ქვეყნის მთავარ მედიასაშუალებებს, მათ შორის ახმეტოვი და კოლომოისკი.

ახმეტოვმა გააკრიტიკა კანონი ოლიგარქების შესახებ, მას ადამიანის უფლებების დარღვევა უწოდა, რომელიც არ დაეხმარება უკრაინის განვითარებას და Metinvest-ს პასუხისმგებლიანი გადასახადის გადამხდელი უწოდა. 

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ვიქტორ პოროშენკომ კანონის მიღების შემდეგ მედია აქტივები მოკავშირეებს გადასცა და კანონს “დამოუკიდებელი მედიის დახურვის” მცდელობა უწოდა.

Ukrayinska Pravda-სთვის მიცემულ ინტერვიუში კოლომოისკიმ შეაქო კანონი და თქვა, რომ ეს მდიდრებს დაეხმარება დაასაბუთონ სიმდიდრის წყარო უცხოურ ბანკებთან ურთიერთობისას. 2017 წელს ბრიტანულმა სასამართლომ გაყინა მისი აქტივების ნაწილი, გასულ წელს კი მას და მის ოჯახს კორუფციის გამო აშშ-ის სანქციები დაემუქრა. 

ოლიგარქებთან ბრძოლა ზელენსკიმ მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინა ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული უსაფრთხოების კრიზისის ეპიცენტრშია. კრიზისმა არ გააერთიანა ერი ზელენსკის გარშემო, რომელიც 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის იანვრის გამოკითხვაში პრეზიდენტს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 24%, ხოლო პოროშენკო მას მცირედით, ცდომილების ზღვარზე მცირე პროცენტით ჩამორჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექსანდრე საზონოვი და ვოლოდიმირ ვერბიანი