
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, „მაკდონალდსი“ საქართველოში დღეს 23 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე, გაიხსნა.
კომპანია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, წარმოუდგენლად ბევრი ადამიანის განსაკუთრებული ისტორიის, ემოციისა თუ მნიშვნელოვანი მომენტების მომსწრეა და როგორც „მაკდონალდსში“ აცხადებენ, სწორედ ამას ემსახურება მათი წლევანდელი კამპანია #მაკისტორია23, რომელიც მომხმარებლებსა თუ თანამშრომლებს მოუწოდებს მაკდონალდსური ისტორიების გაცოცხლებისკენ.
საქართველოში ამჟამად „მაკდონალდსის“ 18 რესტორანი ფუნქციონირებს. აქედან 12 თბილისში, ერთი რუსთავში, ორი ქუთაისში, ორი ბათუმში და ერთიც ზუგდიდში.