
Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ში 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლოა, თებერვლის ბოლოს გახდეს. ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ფარმაცევტული კომპანია ექვსი თვიდან 5 წლამდე ბავშვების ასაცრელად განკუთვნილი ვაქცინისთვის "გადაუდებელი გამოყენების" ავტორიზაციის მისაღებად აშშ-ის "სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას" (FDA) დღეს მიმართავს.
Pfizer/BioNTech და FDA საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მხარი ოქტომბერში დაუჭირა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია