LIVE

2021 წელს მთავრობის საგარეო ვალი $575 მილიონით გაიზარდა

25 იან 202216:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
2021 წელს მთავრობის საგარეო ვალი $575 მილიონით გაიზარდა

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა $8.2 მილიარდს (₾25.4 მლრდ) გადააჭარბა. აქედან მთავრობის საგარეო ვალი $7.7 მილიარდს, ხოლო ეროვნული ბანკის $468.1 მილიონს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი $575 მილიონით არის გაზრდილი. 

გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ყველაზე მსხვილი მრავალმხრივი კრედიტორების ჩამონათვალი ასეთია:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1.887 მილიარდი;
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) - $1.209 მილიარდი;
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) -$830 მილიონი.
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $816 მილიონი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $236.7 მილიონი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - $205.7 მილიონი;

ორმხრივი კრედიტორები:

  • საფრანგეთი - $699.4 მილიონი;
  • გერმანია - $677.3 მილიონი;
  • იაპონია -$ 187.3 მილიონი;
  • რუსეთი - $28.3 მილიონი;
  • ავსტრია -$16 მილიონი;
  • აშშ - $13.1 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან მაკროფინანსურ დახმარებაზე, რის საპასუხოდაც ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა თანხის მიღების წინაპირობა. ამასთან, პრემიერმა სკანდალური გადაწყვეტილების მოტივად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობამ გასულ წელს სხვა დონორებისგან არაერთხელ ისესხა თანხა.