LIVE

2021 წელს ჩინეთში 10 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც 70-წლიანი მინიმუმია

18 იან 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 6203
2021 წელს ჩინეთში 10 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა, რაც 70-წლიანი მინიმუმია
Qilai Shen/Bloomberg

ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი კვლავ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ წაახალისა ოჯახები, რათა უფრო მეტი შვილი იყოლიონ, 2021 წელს ჩინეთში გასული 70 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა.  

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, გასულ წელს ჩინეთში 10,62 მილიონი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2020 წელს - 12 მილიონი. 

2021 წელს 1000 ადამიანზე ახალშობილთა რიცხვი 7,52-მდე დაეცა, რაც სულ მცირე 1978 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ახალშობილთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ერი, კლებას, სავარაუდოდ, მოსალოდნელზე უფრო ადრე დაიწყებს. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ წელს ჩინეთის მოსახლეობა შემცირდებოდა, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, ამის გამო, ანალიტიკოსების ვარაუდი წელს არ გამართლდა. 

ახალშობილთა სიმცირეს ჩინეთის სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი, ნინ ჯიჟე მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკის კლებით, ბავშვების გაზრდისადმი დამოკიდებულების ცვლილებით და პანდემიის გავლენით ხსნის.  

გასული წლის ბოლოს ჩინეთში 1,41 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, რაც 2020 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 480 000-ით მეტია. მათგან 62,5% შრომისუნარიან ასაკში, 16-დან 59 წლამდე მოსახლეობაა. ეს რიცხვი ჩამოუვარდება დაახლოებით 10 წლის წინანდელ 70%-ზე მეტს, რაც ხაზს უსვამს ჩინეთის წინაშე არსებულ გამოწვევას. 

გასულ კვირას, China Evergrande Group-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტი რენ ზეპინგი დაიბლოკა ჩინურ ონლაინ პლატფორმა Weibo-ზე მას შემდეგ, რაც მან ცენტრალურ ბანკს მოუწოდა დაებეჭდა წელიწადში 2 ტრილიონი იუანი ($314 მილიარდი) ათი წლის განმავლობაში, რათა ხელი შეეწყო შობადობის მაჩვენებლის გაზრდისთვის. ეკონომისტი სტატიაში ამტკიცებდა, რომ სამიზნე ჯგუფი 1975-1985 წლებში დაბადებული ქალები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან 1990-იანი წლებიდან დაბადებულებს არც კი სურთ დაქორწინება.

მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებას სენსაციური უწოდეს და  გააკრიტიკეს, ეკონომისტის კომენტარებმა შესაძლოა გარკვეული სინათლე მოჰფინოს ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ათწლეულების განმავლობაში შობადობის მკაცრმა კონტროლმა, ფემინისტურმა გამოღვიძებამ და პანდემიასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ ოჯახური ცხოვრების მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულება შეცვალა. ამჟამად ქვეყანა მეტი შვილის გაჩენის გაადვილებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი