LIVE

მთავრობა ღამის კლუბებს ისევ არ ხსნის

22 დეკ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 537
მთავრობა ღამის კლუბებს ისევ არ ხსნის

მთავრობა ღამის კლუბების გახსნას ისევ არ აპირებს. საკოორდინაციო საბჭო პროცესის გაჭიანურებას ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების რისკით ხსნის. 

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. ალბათობა იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება სწრაფად მოხდეს, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მსოფლიო ტენდენციაც აჩვენებს, რომ სადაც დაშვებული იყო მათი საქმიანობა იქაც ხურავენ“,- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ.

შეგახსენებთ, საქართველოში ღამის კლუბების ფუნქციონირება ორი წელია აკრძალულია. სექტორის წარმომადგენლები კლუბების გახსნას ჯერ კიდევ 17 დეკემბრიდან ელოდნენ. ამასთან, საკლუბო ღონისძიების გამართვის გამო შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.