LIVE

შრომის ინსპექცია: "ხიდი" დღის განმავლობაში დაილუქება

04 დეკ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 3028
შრომის ინსპექცია: "ხიდი" დღის განმავლობაში დაილუქება

კლუბი "ხიდი" მასობრივი გასართობი ღონისძიების ჩატარების გამო დაილუქება. როგორც "ბიზნეს ფორმულას" შრომის ინსპექციაში განუცხადეს, კლუბი 10 000 ლარით დაჯარიმდება და დღის განმავლობაში დაილუქება.

"მთავრობის დადგენილებით სოციალური ღონისძიებები აკრძალულია. ობიექტზე მიმდინარეობდა მასობრივი გასართობი ღონისძიება შესაბამისად, დღის განმავლობაში დაჯარიმდება 10 000 ლარით და ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვის შესახებ - დღის განმავლობაში დაილუქება",- განაცხადა შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მიქაიამ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

მისივე თქმით, კლუბი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი სანქციები იქნებოდა გამოყენებული. 

კლუბში აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს "ხიდმა" 21 თვიანი პაუზის შემდეგ, პირველ საკლუბო ღონისძიებას უმასპინძლა.