LIVE

ნაჯა ორაშვილი: 17 დეკემბერს კლუბები გაიხსნება

07 დეკ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
ნაჯა ორაშვილი: 17 დეკემბერს კლუბები გაიხსნება

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, 17 დეკემბერს, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში კლუბები გაიხსნება.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდისა და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება",- წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.

კლუბი „ხიდის“ წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ კლუბებში 50%-იანი დასწრება იქნება შესაძლებელი. „იმდენად რთულ მდგომარეობაში ვართ, რომ გვირჩევნია 50 პროცენტზე გავიხსნათ", - აცხადებს სოფო ებრალიძე. 

შეგახსენებთ, საკლუბო ღონისძიების გამართვის გამო შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.