LIVE

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $13 მილიარდს აღწევს - საქსტატი

13 დეკ 202111:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 981
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $13 მილიარდს აღწევს - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ 822 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 12.3%-ითაა გაზრდილი.

წელს 24.5%-ით გაიზარდა იმპორტი და 9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 828 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა 7.4%-ია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 11 თვეში 5 მილიარდ 183 მილიონი აშშ დოლარია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

ამასთან, 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და 429.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემს 23.6%-ით აღემატება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.