LIVE

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა

30 ნოე 202111:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1150

„საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ია.

2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოქვეყნებამდე გააჟღერა და აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა "უნიკალური, უპრეცედენტოა მთელს ევროპაში".

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 6.8%-ით შემცირდა.