LIVE

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა - საქსტატი

15 ნოე 202111:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 1257
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა - საქსტატი

„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წინა წელთა შედარებით 6.8%-ით შემცირდა. დაზუსტებული მაჩვენებელი აღემატება აქამდე არსებულ 6.2%-იანი კლების წინასწარ მონაცემს. 

2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49.2 მილიარდი ლარი შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს 13.2 ათასი ლარი ($4.2 ათასი) იყო, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.1 პროცენტი), განათლება (8.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2.3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (2.6 პროცენტი).

ცნობისთვის, 2021 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა პანდემიურ 2020 წელთან შედარებით საშუალოდ 11.3%-ით გაიზარდა. წელს საქართველოს მთავრობა 10%-იან ზრდას ელის.