LIVE

მასკმა Tesla-ს $5 მილიარდის აქციები გაყიდა

11 ნოე 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
მასკმა Tesla-ს $5 მილიარდის აქციები გაყიდა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ზე გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, კომპანიის $5 მილიარდის აქციები გაყიდა. ეს მასკის პირველი გაყიდვებია ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მასკმა ორშაბათს უკვე გაყიდა $1,1 მილიარდის აქცია, რათა გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი კაპიტალის ოფციონებზე. დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად აღწერს გაყიდვებს, არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი წინასწარ იყო დაგეგმილი.

დოკუმენტები ასევე არ მიუთითებს, ჰქონდა თუ არა Twitter-ის გამოკითხვას გავლენა მასკის გადაწყვეტილებაზე ან გააგრძელებს თუ არა ის გაყიდვას მანამ, სანამ არ დააკმაყოფილებს 10%-იან ზღვარს. ამისთვის მან დაახლოებით 17 მილიონი აქცია უნდა გაყიდოს.

მასკის მიერ Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვას, კომპანიის აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა. ორ დღეში Tesla-ს აქციების ფასი 16%-ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ზე გამოკითხვის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, მასკის ძმამ Tesla-ს $109-მილიონიანი წილი გაყიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდერს მელინი