LIVE

მასკის ძმამ Tesla-ს $109-მილიონიანი წილი გაყიდა

10 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
მასკის ძმამ Tesla-ს $109-მილიონიანი წილი გაყიდა

ელონ მასკის მიერ Twitter-ზე გამოკითხვის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, მილიარდერის ძმამ, კიმბალ მასკმა Tesla-ს აქციების დაახლოებით 15% (ოფციების გამოკლებით) გაყიდა. 

კიმბალმა, რომელიც Tesla-ს გამგეობის წევრია, 88,500 აქცია 5 ნოემბერს, JPMorgan-ის მეშვეობით გაყიდა. აქციის საშუალო ფასი $1,229,91 იყო, რამაც ჯამში დაახლოებით $109 მილიონი შეადგინა. 

Tesla-ს დირექტორმა, ელონ მასკმა გასულ კვირას Twitter-ის მეშვეობით გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია მხარს უჭერდნენ თუ არა მომხმარებლები კომპანიის აქციების გაყიდვის იდეას. მისი მიმდევრების 58%-მა გადაწყვიტა, რომ მილიარდერმა ელექტრომობილების მწარმოებელში უნდა გაყიდოს თავისი წილის 10%, რაც დაახლოებით $21 მილიარდად ფასდება. 

მას შემდეგ, რაც გამოითქვა ვარაუდი, რომ მასკი აქციებს პირადი ვალის დასაფარად ყიდდა, Tesla-ს აქციები თითქმის 12%-ით დაეცა. მარტის შემდეგ, ეს კომპანიის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

49 წლის კიმბალი კულინარიულ სკოლაში სწავლობდა და საბოლოოდ ბრუკლინელ მეწარმედ ჩამოყალიბდა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ის დაახლოებით $950 მილიონის ღირებულების აქტივებს ფლობს. 

ის Kitchen Restaurant Group-ის აღმასრულებელი დირექტორი და Square Roots Urban Growers-ის თანადამფუძნებელია. 2004 წლის აპრილიდან კიმბალ მასკი Tesla-ს საბჭოს წევრია. ის ასევე არის SpaceX-ის დირექტორი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ავგუსტა სარაივა