LIVE

მასკმა ორ დღეში $50 მილიარდი დაკარგა

10 ნოე 202119:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
მასკმა ორ დღეში $50 მილიარდი დაკარგა
Bloomberg

ილონ მასკმა მიმდინარე კვირაში $50 მილიარდი დაკარგა. Tesla-ს აქციების ფასი ზედიზედ მეორე დღეა ეცემა.

Bloomberg Billionaires Index-ის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ორდღიანი ვარდნაა. ასევე, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა ჯეფ ბეზოსის $36 მილიარდიანი დანაკარგის შემდეგ, როდესაც 2019 წელს მულტიმილიარდერი მაკენზი სკოტთან განქორწინდა.

Tesla-ს აქციების ფასის ვარდნა ავტომწარმოებლის გარშემო რამდენიმე მშფოთვარე დღეს მოჰყვა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიაში მისი წილის 10%. ამას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკის ძმამ, კიმბალმა აქციები გამოკითხვამდე გაყიდა.

Tesla-ს აქციების ფასის ვარდნამ $83 მილიარდამდე შეამცირა მასკის, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის უპირატესობა ბეზოსთან.

თუმცა, მიუხედავად ვარდნისა, მასკის ქონება მიმდინარე წელს მაინც 70%-ით არის გაზრდილი, რაც Tesla-ს მიღწევებისა და SpaceX-ის გაზრდილი საბაზრო შეფასების დამსახურებაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ალექსანდერი