LIVE

Twitter-ის წინააღმდეგ ტრამპის სარჩელი ფლორიდის სასამართლომ კალიფორნიას გადასცა

27 ოქტ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
Twitter-ის წინააღმდეგ ტრამპის სარჩელი ფლორიდის სასამართლომ კალიფორნიას გადასცა
Jason Alden/Bloomberg

ფლორიდის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სტატუსი მას Twitter-ის წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს.  

მისი ანგარიშის სამუდამო შეჩერების გამო, ივლისში ტრამპმა ფლორიდაში სარჩელი Twitter-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ შეიტანა. ყოფილი პრეზიდენტი სარჩელში აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის გიგანტები, როგორიცაა Facebook-ი, Twitter-ი და Google, "კონსერვატიულ ხმას" ახშობენ, რაშიც ის დემოკრატი კანონმდებლები დაადანაშაულა.  

ფლორიდის ოლქის მოსამართლემ, რობერტ სკოლამ დააკმაყოფილა Twitter-ის შუამდგომლობა, რომ საქმე გადაეცეს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქს, როგორც ამას სოციალური მედიის კომპანიის წესები მოითხოვს. 

მიმდინარე წლის იანვარში კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, Twitter-მა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. სოციალურმა ქსელმა ეს გადაწყვეტილება, ტრამპის მიერ ძალადობის წახალისების გამო, მიიღო.

სანაცვლოდ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სოციალური მედიის კომპანიის შექმნა დააანონსა. როგორც ცნობილია, კომპანიის სახელი Truth Social-ი იქნება და 2022 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლარსონი