LIVE

როგორ გავხდეთ წარმატებული კრიპტო ტრეიდერი - 5 მთავარი რჩევა

27 ოქტ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2611
როგორ გავხდეთ წარმატებული კრიპტო ტრეიდერი - 5 მთავარი რჩევა

კრიპტოვალუტის სამყაროში ბოლოდროინდელი ბუმის გათვალისწინებით, ამ ბაზარზე ვაჭრობა საკმაოდ პოპულარული და მომგებიანია. კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო ღირებულებამ აპრილის დასაწყისში $2 ტრილიონს გადააჭარბა.

კრიპტოვალუტით ვაჭრობა ბევრმა დაიწყო, თუმცა წარმატებას ყველამ ვერ მიაღწია. შესაძლოა კრიპტოვალუტებიდან ნაღდი ფულის გამომუშავება ადვილი ჩანდეს, მაგრამ რეალური მოგების მისაღებად საჭიროა კრიპტოვალუტის შესახებ კარგად იყოთ ინფორმირებული. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებას თავად მომხმარებლები განსაზღვრავენ, რამდენადაც ასეთ ვალუტას თავისი ღირებულება არ გააჩნია.

ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენადაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს ტოკენს, იმდენად გამოყენებადი და ღირებულია. სწორედ ამიტომ, კრიპტოვალუტებით წარმატებული ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანია სწორი რჩევები და სტრატეგიები. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, როდის რისი ყიდვა-გაყიდვა სჯობს. 

აქ მოცემული 5 მნიშვნელოვანი რჩევა დაგეხმარებათ კრიპტოვალუტებზე ვაჭრობისას თავიდან აიცილოთ შეცდომები, რომლებსაც ახალბედები უშვებენ.

1. დაიწყეთ მცირე ინვესტიციით

არ ღირს აჩქარდეთ საქმეში, რომელსაც არც თუ ისე კარგად იცნობთ. კრიპტო ბაზარზე მცირე ვაჭრობით დაწყება დაგეხმარებათ გაიგოთ საფუძვლები და მიხვდეთ, როგორ გააანალიზოთ გარემო. ამით ასევე შეამცირებთ დიდი ზარალის რისკს, მოვლენების მოულოდნელი სცენარით განვითარების შემთხვევაში. 

2. ვაჭრობის დაწყებამდე დააგროვეთ დანაზოგი

კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებამდე ჯერ უნდა დაზოგოთ თქვენი შემოსავალი. არ არის მიზანშეწონილი მთელი ფული ვაჭრობაში გამოიყენოთ. დაზოგვა დაგეხმარებათ, გქონდეთ უკან დასახევი გზა, თუ ვაჭრობით ზარალი განიცადეთ. როდესაც დანაზოგი არ გაქვთ, დანაკარგი მთლიანად ანგრევს თქვენს კრიპტო გამოცდილებას. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ვაჭრობთ მხოლოდ იმ თანხით, რისი დაკარგვაც მნიშვნელოვან ზარალს არ მოგაყენებთ.

3. ყოველთვის მიადევნეთ თვალი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სიახლეებს და მოვლენებს

კრიპტოვალუტები დინამიკურია და მათი ღირებულება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. როგორც კრიპტო მოვაჭრე, თქვენ უნდა ეცნობოდეთ ვალუტების შესახებ სიახლეებს, მოვლენებს და დისკუსიებს. ეს დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია მათი უახლესი საბაზრო ფასებისა და იმ ფაქტორების შესახებ, რასაც მათზე გავლენა აქვს. მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომელი ვალუტის შეძენა ან მოშორება სჯობს მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაბამისად.

კრიპტო ბაზარზე ახალი ამბებისა და ჭორების ეფექტის გაქარწყლება ძნელია. მომხმარებელთა ეფექტის გავლენით, ერთი ტოკენი შეიძლება გახდეს უფრო მომგებიანი, ვიდრე სხვები. კარგი იქნება თუ შეუერთდებით ზოგიერთ კრიპტო საზოგადოებას, როგორიცაა Cointelegraph- და CoinDesk-ი.

4. იმოქმედეთ პირადი გადაწყვეტილებებით

ზოგჯერ გარკვეულ საკითხებზე სხვა ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინება კარგია. თუმცა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა მოითხოვს, რომ ხშირად თვითონ მიიღოთ გადაწყვეტილება და მას დაეყრდნოთ.

არ უნდა დაემსგავსოთ ტალღას, რომელსაც ყოველი ქარი დაბერვისას მიმართულებას უცვლის. სხვა ადამიანების მოსაზრებებმა შეიძლება უფრო დაგაბნიოს და გონება აგირიოს. გახსოვდეს, შენ ხარ ის, ვინც ინვესტიციას ახორციელებს -  მიეცი საკუთარ აზრს უფლება წინ გაგიძღვეს.

5. გამოიყენეთ ტექნიკური ანალიზი 

ტექნიკური ანალიზი არის ერთ-ერთი საუკეთესო მიდგომა, როდესაც საქმე კრიპტო ვაჭრობას ეხება. თანხის ინვესტირებამდე, გააანალიზეთ პროცესები და პროცედურები. ვაჭრობისთვის აირჩიეთ კარგი მონეტა/მონეტები, შეაფასეთ საიტები და აპლიკაციები, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, გაიგეთ ბაზრის უახლესი ტენდენცია. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თითოეული გარიგებისთვის წინასწარ განსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგი. აუცილებლობის შემთხვევაში, დააწესეთ ლიმიტები ან გაჩერდით, იმისათვის, რომ ზარალის დონე აკონტროლოთ.

კრიპტო-აქტივებით ვაჭრობა შეიძლება კრიპტო-მომხმარებლისთვის მომგებიანი სტრატეგია იყოს, მაგრამ ეს მოითხოვს რაციონალურ და კარგად გააზრებულ მიდგომას. ზემოთ აღწერილი რჩევების გამოყენება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გავრცელებული შეცდომები, გაიუმჯობესოთ თქვენი კრიპტოვალუტის შესახებ ცოდნა და გაიმდიდროთ ვაჭრობის უნარი.

ბევრი დამწყებისთვის ტექნიკური მახასიათებლების სრულად გაგება შეიძლება რთული იყოს. სწორედ აქ ჩნდება პროფესიონალური საბროკერო სერვისები. ასეთი მომსახურების გამოყენება მნიშვნელოვან ინსტრუმენტია, იმისათვის, რომ უკეთ აკონტროლოთ თქვენს ვაჭრობაში მოსალოდნელი მოვლენები და შეამსუბუქოთ სტრესი.

მაგალითად, CEX.IO Broker ბროკერის პლატფორმა ცნობილია კრიპტოვალუტების ფართო სპექტრის შეთავაზებით, ხელსაყრელი შესვლის ზღურბლით. მისი მეშვეობით, კლიენტებს ეზრდებათ წვდომა რამდენიმე საუკეთესო ლიკვიდურ ბაზარზე, რაც საშუალებას აძლევს გამოცადონ მრავალი განსხვავებული სტრატეგია ხელსაყრელ პირობებში და მათთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ. 

(R)