
Facebook-ის სერვისების რამდენიმესაათიანი შეფერხების გამო, მის კონკურენტებს ახალი მომხმარებლები შეემატათ. მესენჯერ აპლიკაციების Signal-ისა და Telegram-ის მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ედუარდ სნოუდენის Signal-ს მილიონობით ახალი მომხმარებელი შეუერთდა. Sensor Tower-ის თანახმად, Telegram-ის აპლიკაცია 55 ადგილით დაწინაურდა და აშშ-ის iPhone-ის ჩამოტვირთვების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ Twitter-ზე Signal-ის დამფუძნებლის, ედუარდ სნოუდენის ტვიტთან ერთად, პირადი მესიჯი "Signal-ი არის WhatsUp-ი" გამოაქვეყნა და აპლიკაციის გამოყენებას მხარი დაუჭირა.
სნოუდენი ტვიტში აღნიშნავს, რომ Signal-ი უფრო დაცული აპლიკაციაა, თუმცა ექსპერტები, მასთან ერთად, რეკომენდაციას სხვა არაერთ აპლიკაციას უწევენ.
უმსხვილესი სოციალური ქსელის გათიშვა განხილვის საგნად იქცა Clubhouse-ზეც, სადაც პრობლემაზე სასაუბროდ ათასობით "ოთახი" შეიქმნა, რამაც აპლიკაციის მაჩვენებლები გაზარდა.
Facebook-მა ექვსსაათიანი გლობალური შეფერხების გამო, კომპანიის სერვისებზე (Facebook, Instagram, WhatsApp) წვდომა გლობალურად 2,7 მილიარდმა მომხმარებელმა დაკარგა. მათ შორის, სოციალური ქსელი დროებით საქართველოშიც გაითიშა. Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება რამდენიმე საათში 7 მილიარდი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჯერ კომპანიის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით გავრცელდა ნეგატიური ცნობები, ხოლო შემდეგ მის სამივე პლატფორმას - Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს გლობალურად შეექმნა პრობლემა.
წვდომის პრობლემა სავარაუდოდ უკავშირდება Facebook-ის DNS-ის, ანუ დომენური სახელის სისტემის ჩანაწერებს. აღნიშნული სისტემა დომენურ სახელებს როგორიცაა "facebook.com" აკონვერტირებს შესაბამისი ვებ-გვერდის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართზე. შესაბამისად, DNS ჩანაწერების შეცდომა შეუძლებელს ხდის ვებ-გვერდთან დაკავშირებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვლად სავოვი