LIVE

Covid-19-ის წარმოშობის შესახებ აშშ-ის ანგარიშის გამოქვეყნების წინ ჩინეთი შურისძიებით იმუქრება

25 აგვ 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1611
Covid-19-ის წარმოშობის შესახებ აშშ-ის ანგარიშის გამოქვეყნების წინ ჩინეთი შურისძიებით იმუქრება
Hector Retamal/AFP/Getty Images

Covid-19-ის წარმოშობის შესახებ აშშ-ის ანგარიშის გამოქვეყნების წინ ჩინეთი შურისძიებით იმუქრება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ შურს იძიებს მათზე, ვისაც კორონავირუსის ჩინური ლაბორატორიებიდან გაჟონვის შესახებ კითხვები აქვს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის მართვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ფუ კონგი, აცხადებს, რომ ჩინეთი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (WHO) და ვირუსის წარმოშობის მიზეზების კვლევაში ექსპერტებს დაეხმარება. 

„თუმცა, ჩვენ ვერ შევეგუებით უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს. თუ მათ ჩინეთის უსაფუძვლოდ დადანაშაულება სურთ, ამ შემთხვევაში, ურჩევნიათ, ჩინეთისგან კონტრშეტევისთვის მოემზადონ“,- აცხადებს მინისტრი.

აშშ-ის დაზვერვის ორგანოები ასრულებენ ვირუსის წარმოშობის კვლევას, რომლის ჩატარების ბრძანებაც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მაისში გასცა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ, გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასკვნის საბოლოო ვარიანტის მომზადებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

CNN-ის მიერ აგვისტოს დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოებმა დიდი ოდენობის ინფორმაცია მოიპოვეს. მასში უჰანის ლაბორატორიის კვლევის ნიმუშების მონაცემებიცაა. 

აშშ-ში არაერთი მაღალჩინოსანი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. 

კვირის დასაწყისში აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა საკუთარი ანგარიში გაასაჯაროვესანგარიშის მიხედვით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მეცნიერები ამერიკელი ექსპერტებისა და ჩინური და ამერიკული ფონდების დახმარებით მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე და შესაძლოა, გარკვეული მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ ვერსიას უარყოფს. ასევე, არ ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ ქვეყანამ ინფორმაცია დამალა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია