LIVE

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა უჰანის ლაბორატორიიდან გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს

06 აგვ 202115:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 2661
აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა უჰანის ლაბორატორიიდან გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა, კორონავირუსის წარმომავლობის გამოძიების ფარგლებში, უჰანის ლაბორატორიიდან გენეტიკური მონაცემები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ჯერჯერობით უცნობია როდის და როგორ მოიპოვეს სააგენტოებმა მონაცემები, რომლის აშშ-სთვის გადაცემას ჩინეთი არ აპირებდა. 

გამოცემა ვარაუდობს, რომ გამორიცხული არ არის, სააგენტოებს ინფორმაცია სერვერების გატეხვით მიეღოთ.  

CNN-ის ინფორმაციით, სააგენტოებმა დიდი ოდენობის ინფორმაცია მოიპოვეს. მასში უჰანის ლაბორატორიის კვლევის ნიმუშების მონაცემებიცაა. 

აშშ-ში არაერთი მაღალჩინოსანი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. 

კვირის დასაწყისში აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა საკუთარი ანგარიში გაასაჯაროვესანგარიშის მიხედვით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მეცნიერები ამერიკელი ექსპერტებისა და ჩინური და ამერიკული ფონდების დახმარებით მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე და შესაძლოა, გარკვეული მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ ვერსიას უარყოფს. ასევე, არ ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ ქვეყანამ ინფორმაცია დამალა. 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) მიმდინარე წლის დასაწყისში დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო თეორიით, ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან, დაუზუსტებელი შუამავალი ცხოველის საშუალებით, გავრცელდა. 

Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს 90 დღეში საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა