1 კილოგრამი ქართული ჩაი ჩინეთში 80 დოლარად გაიყიდება. როგორც "ბიზნეს ფორმულას" კომპანია "ლაზში" განუცხადეს, წელს ჩინეთში ექსპორტზე დაახლოებით 3 ტონამდე ჩაის გატანა იგეგმება.
„წელს ჩინეთში 3 ტონამდე მაღალი ხარისხის, ხელით დაკრეფილი შავი ჩაი გაგვაქვს. ჩვენი ჩინელი პარტნიორები ადგილზე 1 კილოგრამში 26 ლარს იხდიან, ხოლო უშუალოდ ჩინეთში 1 კილოგრამი ბრენდით „ქართული ჩაი“ 80 დოლარად გაიყიდება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ კომპანია „ლაზის“ დამფუძნებელმა, გონერი სალიამ.
მისივე თქმით, წელს პოლონეთში უკვე ექსპორტირებულია 300 კილოგრამი ჩაი. დაახლოებით 40 ტონის ექსპორტი იგეგმება უზბეკეთსა და უკრაინაში, სადაც ფასი 5-6 დოლარია კილოგრამზე.
კომპანია „ლაზის“ ჩაის პლანტაციები წალენჯიხის რაიონში 300 ჰექტარზეა გაშენებული.