ერიუსი ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. მედიკამენტს ალერგიული სიმპტომების სამკურნალოდ, ასევე ჭინჭრის ციების დროს იყენებენ. ერიუსის ანოტაციის, მიღების წესისა და უკუჩვენებების შესახებ ინფორმაციას უკვე მომზადებულ ბლოგში გაეცნობით. ამ სტატიაში კი, ერიუსის შესახებ ევროპის წამლის ასოციაციის ((EMA) მიერ მომზადებულ კვლევას გაგაცნობთ.
როგორ მოქმედებს ერიუსი (Aerius) ორგანიზმში?
ერიუსის შემადგენელი აქტიური ნივთიერება — დესლორატადინი, ანტიჰისტამინური საშუალებაა. იგი ორგანიზმში იმ რეცეპტორებს ბლოკავს, რომელსაც ჩვეულებრივ ემაგრება ჰისტამინი — ალერგიულის სიმპტომების გამომწვევი ნივთიერება. როდესაც რეცეპტორები დაბლოკილია, ჰისტამინს არ შეუძლია მოქმედება, შესაბამისად, ამ დროს ალერგიის სიმპტომები მცირდება.
როგორ შეისწავლეს მედიკამენტი ერიუსი (Aerius) ?
ერიუსთან დაკავშირებით ჩატარდა 8 კვლევა, რომელში ალერგიული რინიტის მქონე 4800 მოზარდი და ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. ერიუსის ეფექტიანობა იზომებოდა პაციენტებში სიმპტომების (ცხვირიდან გამონადენი, ქავილის შეგრძნება, ცემინება და გაჭედვა) ცვლილებებზე დაკვირვებით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დაწყების შემდეგ ორი, ოთხი კვირის პერიოდში.
ერსიუსის მოქმედება ასევე შეისწავლეს ურტიკარიის — ჭინჭრის ციების მქონე 416 პაციენტში. ამ შემთხვევაში მედიკამენტის ეფექტიანობა გაიზომა სიმპტომების (ქავილი, გამონაყარის რაოდენობა და ზომა, ძილის დარღვევა და ყოველდღიური რეჟიმი) ცვლილებებზე დაკვირვებით მკურნალობამდე და მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ.
ყველა კვლევაში, ერიუსის ეფექტიანობას ადარებდნენ პლაცებოთი (ფიქციური) მკურნალობის მონაცემებს.
რა სასარგებლო მონაცემები აჩვენა ერიუსმა (Aerius) კვლევების დროს?
ალერგიული რინიტის დროს, ყველა ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით, ერიუსის 5მგ მედიკამენტით ორკვირიანმა მკურნალობამ სიმპტომების მაჩვენებლის საშუალო შემცირება 25-დან 32 %-მდე გამოიწვია; ხოლო პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, წინა მონაცემებთან შედარებით სიმპტომები 12- 26%-ით შეუმცირდათ.
რაც შეეხება ურტიკარიის — ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს, ორი კვლევის მონაცემების მიხედვით, ერიუსით მკურნალობიდან 6 კვირის შემდეგ სიმპტომების მაჩვენებელი შემცირდა 58% და 67%, ხოლო ვინც პლაცებო მკურნალობას გადიოდა 40% და 33%.
რა სახის რისკებთანაა დაკავშირებული ერიუსის მიღება?
ერიუსით მკურნალობის დროს მოზარდებში და მოზრდილებში გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: დაღლილობა (1.2%), პირის სიმშრალე (0.8%), თავის ტკივილი (0.6%). მსგავსია გვერდითი ეფექტები ბავშვებშიც. 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ყველაზე ხშირად გავრცელებული გვერდით ეფექტებია დიარეა (3.7%), სიცხე (2.3%) და უძილობა (2.3%).
ერიუსი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც ჰიპერმგრძნობელობა აქვთ დესლორატადინის, ლორატადინის ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ადამიანისთვის განსაზღვრული სამედიცინო პროდუქტების კომიტეტმა (CHMP ) გადაწყვიტა, რომ მედიკამენტის — ერიუსის სარგებლიანობა აღემატება რისკებს ალერგიული რინიტისა და ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად, შესაბამისად კომიტეტმა ერიუსის მარკეტინგულ ავტორიზაციას რეკომენდაცია გაუწია.
ევროკომისიამ კი, ერიუსის გაყიდვის ნებართვა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე 2001 წლის 15 იანვრიდან გასცა.