
ევროპულმა მარეგულირებელმა ორგანომ Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ასაკის მოზარდებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრა 16 წლიდან იყო ნებადართული. “ევროპის წამლის სააგენტოს” მიერ ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება ევროპას მასობრივი იმუნიზაციისკენ გზას მნიშვნელოვნად უხსნის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად გადაწყვეტენ როდის დაიწყებენ მოზარდების ვაქცინაციას.
გერმანიამ 12-15 წლის მოზარდების აცრის გეგმა უკვე შეიმუშავა და იმუნიზაციის პროგრამის გაფართოებას 7 ივნისიდან აპირებს.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 12-15 წლის მოზარდების იმუნიზაციისთვის აშშ-მა და კანადამ მაისის დასაწყისში დაამტკიცეს.
ვაქცინის მწარმოებლებმა მარტში განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევის ბოლო ფაზის მიხედვით, პრეპარატი 12-15 წლის ჯგუფში 100%-ით ეფექტიანია. ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მეტი ანტისხეულის გამომუშავება შეძლო, ვიდრე ახალგაზრდებში. ამასთან, მას მოზარდებში ახალი ან სერიოზული გვერდითი მოვლენა არ გამოუწვევია.
პარტნიორებმა მოზარდებში ვაქცინის გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად EMA-ს აპრილის ბოლოს მიმართეს.
ევროკავშირის ქვეყნების იმუნიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად ემყარება Pfizer/BioNTech-ს ვაქცინას. ბლოკი 2023 წლისთვის პარტნიორებისგან 1.8 მილიარდ დოზას ყიდულობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დეირდ ჰიპველი და კორინ გრეტლერი