LIVE

მთის კურორტების კომპანიაში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა შეისწავლის

29 აპრ 202121:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
მთის კურორტების კომპანიაში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებს პროკურატურა შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთ მნიშვნელოვან დარღვევაზეა საუბარი.

ანგარიშის თანახმად, მთის კურორტების კომპანია სამშენებლო სამართალდარღვევისთვის 6-ჯერ დაჯარიმდა. ამასთან, კომპანიამ 159 მლნ ლარი უნებართვო მშენებლობებზე დახარჯა

ამასთან, ანგარიშში დარღვევებით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებზეცაა საუბარი. კერძოდ, კომპანიამ შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. კიდევ ერთი დარღვევა საწვავის მიღებასა და ხარჯვას ეხება. აუდიტის დასკვნით, დიზელის რეზერვუარებში საწვავის მიღებისა და საწვავის ბარათებიდან ხარჯვაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, კომპანიაში საწვავის დაუსაბუთებლად და არამიზნობრივად გაიხარჯა.

აუდიტის მიგნებების გათვალისწინებით, "ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა გადაიგზავნა თუ არა საგამოძიებო ორგანოში აუდიტის აღნიშნული ანგარიში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ანგარიში შემდგომი შესწავლის მიზნით, პროკურატურას გადაეგზავნა.