LIVE

მთის კურორტების კომპანია სამშენებლო სამართალდარღვევისთვის 6-ჯერ დაჯარიმდა

29 აპრ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 698
მთის კურორტების კომპანია სამშენებლო სამართალდარღვევისთვის 6-ჯერ დაჯარიმდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 6-ჯერ, ჯამში 595,000 ლარით. ამასთან, 582,000 ლარი არის განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობის ეტაპისთვის კომპანია მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებული იყო 312,000 ლარის გადახდისგან.

„2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა“,- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, კომპანიამ 159 მლნ ლარი უნებართვო მშენებლობებზე დახარჯა.