LIVE

აუდიტი: მთის კურორტების კომპანიამ 159 მლნ ლარი უნებართვო მშენებლობებზე დახარჯა

29 აპრ 202120:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 981
აუდიტი: მთის კურორტების კომპანიამ 159 მლნ ლარი უნებართვო მშენებლობებზე დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158,702,266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, უნებართვო მშენებლობების საფუძველს, მთის კურორტების კომპანიის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, კომპანიის მიერ განსახორციელებელი რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.).