LIVE

აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა შავ ზღვაში შედის

27 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 805
აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა შავ ზღვაში შედის
wikimedia

აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, 27 აპრილს, აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა "ჰამილტონი" ტრანზიტით შავ ზღვაში შევიდა, NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად. "ჰამილტონი" აშშ-ის პირველი სანაპირო დაცვის კატარღაა, რომელიც ეწვია შავ ზღვას 2008 წლის შემდეგ.

მარტში, საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, მართვადი სარაკეტო კრეისერი USS Monterey და მართვადი რაკეტების გამანადგურებელი USS Thomas Hudner ერთობლივ პატრულირებას ახორციელებდნენ შავ ზღვაში.

შავ ზღვაში შესვლამდე, "ჰამილტონმა" ლოგისტიკური ვიზიტები განახორციელა იტალიასა და ესპანეთში. აშშ-ის სანაპირო დაცვა, მოკავშირეებთან ერთად ახორციელებს მეექვსე ფლოტის განლაგებას, ატარებს საზღვაო სადაზვერვო საქმიანობას და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებს პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს და სანაპირო დაცვას.

აშშ-ის საზღვაო ფლოტი და აშშ-ის სანაპირო დაცვა მოქმედებენ, როგორც ნაპირებთან, ისე ღია ოკეანეში, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა და საზღვაო გზების უსაფრთხოება. აშშ-ის მეექვსე ფლოტი რუტინულ ოპერაციებს ატარებს შავ ზღვაში.

აშშ-ის მეექვსე ფლოტი, რომლის შტაბბინა ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, ხშირად მოკავშირეთა და უწყებათაშორის პარტნიორებთან ერთად, რათა დაიცვან აშშ-ის ეროვნული ინტერესები და აგრეთვე, უზრუნველყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა.

აქამდე, 14-15 აპრილს, დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გეგმების განთავსება შავ ზღვაში, რაც უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის ფონზე, გადაიდო.