LIVE

აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აღარ განათავსებს

15 აპრ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1566
აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემებს აღარ განათავსებს
Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, აშშ  შავ ზღვაში ორი სამხედრო გემის განთავსების გეგმას აუქმებს, რუსეთის გაფრთხილების შემდეგ, რომ ამერიკული ხომალდები შორს იყვნენ 2014 წელს ანექსირებული რეგიონისგან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, შავ ზღვაში აშშ-ის გემების განთავსება „ექსტრემალურად პროვოკაციულ“ ქმედებად იქნებოდა აღქმული. აგრეთვე ითქვა, რომ აშშ-ის მუქარა, უკრაინის მიმართ რუსული ქმედებების თაობაზე, კიდევ უფრო აძლიერებდა რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის განზრახვას.

აშშ-ს გეგმების ცვლილებასთან დაკავშირებით მიზეზები არ დაუკონკრეტებია. გრაფიკის თანახმად, ამერიკული სამხედრო გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შესულიყვნენ.

ცნობისთვის, რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობები მაქსიმალურად დაიძაბა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ. უკრაინის აღმოსავლეთით, სეპარატისტული რეგიონების სტატუსისთვის წარმართულმა ომმა 13,000 სიცოცხლე შეიწირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სელჩან ჰაჩაოგლუ