LIVE

ჰონგ-კონგელ მილიარდერს ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

16 აპრ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
ჰონგ-კონგელ მილიარდერს ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა
Bloomberg L.P.

ჰონგ-კონგელ მილიარდერ მედიამაგნატს, ჯიმი ლაის დღეს 14-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მედიამაგნატი, ჯიმი ლაი და ჰონგ-კონგის „დემოკრატიის მამა“, მარტინ ლი სასამართლომ 2019 წელს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ 1-ელ აპრილს ცნოსასამართლომ ასაკის და საზოგადოებაში აღიარებული წვლილის გამო, ლის და აქციის რამდენიმე მონაწილეს პირობითი სასჯელი შეუფარდა. აქციაში მონაწილეობის ბრალდებით ჯამში ცხრა ადამიანი გაასამართლეს.

Apple Daily-ს 73 წლის დამფუძნებელი, ჯიმი ლაი თავისი პრო-დემოკრატიული განწყობითაა ცნობილი. მას ადგილობრივი მედია “მეამბოხეთა მხარდამჭერად” მოიხსენიებს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯიმი ლაის აპატიმრებენ. წარსულში ის უცხოურ ძალებთან თანამშრომლობისთვისაც დააპატიმრეს.

უშიშროების ახალი კანონი, რომელიც გასული წლის ზაფხულში მიიღეს, მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ამარტივებს  დემონსტრაციებში მონაწილეების დაპატიმრებას. მან ხელისუფლებას ფართო უფლებამოსილება მიანიჭა, რასაც ის ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლებისა და პროტესტის ჩახშობის მიზნით იყენებს. უსაფრთხოების კანონის საფუძველზე, პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იაინ მარლოუ და ქლოე ლო