LIVE

ჯიმი ლაი და მარტინ ლი ჰონგ-კონგის 2019 წლის პროტესტის გამო დამნაშავედ ცნეს

01 აპრ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1135
ჯიმი ლაი და მარტინ ლი ჰონგ-კონგის 2019 წლის პროტესტის გამო დამნაშავედ ცნეს
Chan Long Hei/Bloomberg

ჰონგ-კონგის „დემოკრატიის მამა“, მარტინ ლი და მედია მაგნატი, ჯიმი ლაი სასამართლომ 2019 წელს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო. სასჯელის ზომას სასამართლო 16 აპრილს დაადგენს.

მედია მაგნატი ჯიმი ლაი ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკოსი და ჰონგ-კონგის ავტონომიის პრინციპული მხარდამჭერია. მას და მის თანამოაზრეებს 2019 წლის 12 და 18 აგვისტოს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჰონგ-კონგის კონსტიტუციით შეკრების თავისუფლება დაცულია, თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ არის.

2019 წლის დემონსტრაციების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების კანონი მიიღო, რომელიც რადიკალურად ზღუდავს როგორც ჰონგ-კონგის ავტონომიას, ისე გამოხატვის თავისუფლებას. კანონს დასავლური სამყარო განსხვავებული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტს უწოდებს. უსაფრთხოების კანონის საფუძველზე პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კერი სუ ლინდბერგი და ქლოე ლო