LIVE

ჰონგ-კონგმა ეროვნული უსაფრთხოების კანონის სახელით 100 ადამიანი დააპატიმრა

03 მარ 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 470
ჰონგ-კონგმა ეროვნული უსაფრთხოების კანონის სახელით 100 ადამიანი დააპატიმრა
Bloomberg

გასულ წელს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის სახელით, ჰონგ-კონგმა 100 აქტივისტი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, Next Digital-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ტინი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.  

უსაფრთხოების კანონის სახელით დაკავებულებს შორის ყველაზე გახმაურებული ოპერაცია იანვარში 55 ოპოზიციონერი პირის დაკავებას უკავშირდება. ისინი შიდაპარტიული არჩევნებისთვის იყვნენ შეკრებილები, რის გამოც, მთვრობამ ოპოზიციონერები მთავრობის პარალიზების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა. მათი საქმის ერთ-ერთი მოსმენა კვირას გაიმართა. შედეგად 47 მათგანს პატიმრობა შეეფარდა.

პროცესი, რომელიც დილის 11 საათზე დაიწყო და დასრულდა ღამის 3 საათზე, როდესაც ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა, Amnesty International Hong Kong-მა კრიტიკურად შეაფასა. პროცესის შემდეგ საავადმყოფოს კიდევ სამმა პირმა მიმართა. 

პოლიციის განცხადებით, დაკავებულები საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ბრალდებულთა შორის 83 მამაკაცი და 17 ქალია. მათი ასაკი 16-დან 79 წლამდე მერყეობს. 100 დაკავებულიდან ბრალი 56 პირს წაუყენეს.  

კანონის სახელით დაპატიმრებულ პირთა ოთხ მეხუთედზე მეტს გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობას ედავება, მათ შორისაა, ბანერების გამოფენა, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები, რომლებითაც აქტივისტები მხარს ქალაქის დამოუკიდებლობას უჭერენ, ასევე, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად შიდა პრაიმერების მოწყობა.  

ჩინეთმა ჰონგ-კონგის ეროვნული კანონი 30 ივნისს მიიღო. მან ხელისუფლებას ფართო უფლებამოსილება მიანიჭა, რასაც ის ოპოზიციის გამოხატვის თავისუფლებისა და პროტესტის ჩახშობის მიზნით იყენებს. კანონს დასავლელი ლიდერები და იურისტები აკრიტიკებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნატალი ლანგი, კარი ლინდბერგი და ქლოე ლო