„პრემიუმ ლიზინგი“ დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს და მომხმარებელთან გასაფორმებელი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი უკვე Signify-ის პლატფორმაზე გადაიტანა. კომპანიამ ფილიალებში დანერგა სპეციალური ხელმოწერის პადები, რის შედეგადაც მომხმარებლებს აღარ უწევთ ქაღალდზე ხელმოწერა და ფიზიკურ დოკუმენტებთან შეხება.
Signify-ს დანერგვამდე კომპანიაში დოკუმენტებს ბეჭდავდნენ, აგროვებდნენ სველ ხელმოწერას, შემდგომ კი ხდებოდა ფიზიკური დოკუმენტების დასკანერება და დაარქივება, რაც გარდა იმისა, რომ დიდ დროსთან იყო დავაკვშირებული, მოუქნელ პროცესსაც წარმოადგენდა.
დღეს კი დოკუმენტები ელექტრონულად ფორმდება. ფილიალში მისული მომხმარებელი დოკუმეტნს ეცნობა ხელმოწერის პადის ეკრანზე, ეკრანზევე ათავსებს ბიომეტრიულ ხელმოწერას, რის შემდეგაც დასრულებული დოკუმენტი სმს-ის სახით მისდის მობილურზე. ამავდროულად, დასრულებული დოკუმენტი დაცულად ინახება ციფრულ არქივშიც - რომელსაც “პრემიუმ ლიზინგი” მართავს.
Signify-სთან თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მომსახურების პროცესების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პლატფორმის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა დოკუმენტების ხელმოწერის პროცესი, შეგვიმცირა დროისა და რესურსების ხარჯი და გაგვხადა უფრო ეკომეგობრული ორგანიზაცია, რადგანაც ხმარებიდან ამოვიღეთ ქაღალდის ფურცლებზე ბეჭდვა. Signify-ს გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მხარდაჭერით, რის გამოც სერვისის დანერგვის პროცესი მაქსიმალურად მარტივად და ეფექტიანად წარიმართა," აცხადებს გიორგი ჯულაყიძე, "პრემიუმ ლიზინგის" საოპერაციო დირექტორი.
პრემიუმ ლიზინგის შესახებ
PL.ge ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო და მათ საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პირობები.
PL.ge არის საერთაშორისო ჯგუფში "4Finance" შემავალი კომპანია. ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
Signify-ს შესახებ
Signify არის დოკუმენტების მენეჯმენტის ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ეხმარება დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულებაში - მათ შექმნაში, ხელმოწერაში, გუნდურ კოლაბორაციასა და შენახვაში.
Signify-ს პლატფორმის გამოყენებით ორგანიზაციები არა მხოლოდ ამარტივებენ შიდა ოპერაციებს, არამედ აუმჯობესებენ მომხმარებელთა გამოცდილებას (customer experience) - -„პრემიუმ ლიზინგის“ მსგავსად.