LIVE

სკანდინავიის ქვეყნები AstraZeneca-ზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ

19 მარ 202112:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 3373
სკანდინავიის ქვეყნები AstraZeneca-ზე გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ
Johan Nilsson/AFP/Getty Images

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთი, დანია და ნორვეგია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით ვაქცინაციის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მომავალ კვირას, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით  მიიღებენ. სკანდინავიის ქვეყნები ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნას თავად გადაამოწმებენ.

სკანდინავიაში, სადაც აცრილ პირებში სისხლში თრომბის წარმოქმნის შემთხვევები დაფიქსირდა, ჯანდაცვის ორგანოები გადაწყვეტილების მიღებას სიფრთხილით ეკიდებიან. 

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, იოჰან კარლსონი, აცხადებს, რომ EMA-ს გადაწყვეტილების შესასწავლად ქვეყანას დრო სჭირდება. რისკების შესაფასებლად დრო სჭირდება დანიასაც, რომელმაც ვაქცინაცია ერთ-ერთმა პირველმა შეაჩერა.

ნორვეგიაში, სადაც AstraZeneca-თი აცრილი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლება ამბობს, რომ EMA–ს დასკვნებს ქვეყნა საკუთარი ძალებით შეისწავლის.

კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ფინეთი კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას მიყვება. მას AstraZeneca-ს გამოყენება არ შეუჩერებია. ქვეყნის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს განცხადებით, ფინეთი ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს საკუთარი იმუნიზაციის სტარტეგიაში შეიტანს.

გუშინ ევროპის წამლის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა და მისი შეჩერების საფუძველი არ არსებობს. სააგენტოს განცხადების შემდეგ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, დღეიდან ვაქცინის გამოყენება განაახლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლზ დალი და სტივენ ტრელოარი