LIVE

EMA: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია

18 მარ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1248
EMA: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია
Alessia Pierdomenico/Bloomberg

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამასთან, მისი სარგებელი რისკს აღემატება. მიუხედავად ამისა, სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორის კავშირს ვერ გამორიცხავენ და საკითხის შესწავლას აგრძელებენ.

EMA-ს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა თქვა, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ვენებში სისხლის შედედებას იწვევს. მისი რეკომენდაციით, AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების პროცესი უნდა გაგრძელდეს. 

ბოლო პერიოდში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი რამდენიმე შემთხვევას ეყრდნობა და მის დასამტკიცებლად საკმარისი მონაცემები არ არსებობს, სიფრთხილის მიზნით, ევროპის ათზე მეტმა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა, რამაც ევროკავშირში ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ქვეყნების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი ვაქცინაცის გამოყენებას ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად გააგრძელებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიჩარდ ბრავო