LIVE

NBA-ს კალათბურთელი, მეჯიქ ჯონსონი მილიარდერია

30 ოქტ 202315:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 474
NBA-ს კალათბურთელი, მეჯიქ ჯონსონი მილიარდერია

კალათბურთის ყოფილი ვარსკვლავი, მეჯიქ ჯონსონი Forbes-მა მილიარდერად გამოაცხადა, რითაც ის მეოთხე სპორტსმენი გახდა, რომელიც ექსკლუზიურ კლუბს შეუერთდა. ბიზნეს ჟურნალი ჯონსონის ქონებას დაახლოებით, $1,2 მილიარდად აფასებს.

64 წლის კალათბურთელს, რომელიც პენსიაზე 1996 წელს გავიდა, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა ჰქონდა. თუმცა, Forbes-ის მიხედვით, მან ქონების ძირითადი ნაწილი სპორტის მიღმა გამოიმუშავა. მან NBA-ს კარიერიდან $40 მილიონი დააგროვა.

ჯონსონი წილებს ფლობს ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ 3 სპორტულ გუნდში, ასევე ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Starbucks-ი, Burger King-ი და 24 Hour Fitness-ი. თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი სიცოცხლის დაზღვევის კომპანია, EquiTrust-ის წილებზე მოდის.

ჯონსონის თქმით, მას მილიარდერის სტატუსის მოპოვება ბევრად ადრე შეეძლო, უარი რომ არ ეთქვა Nike-ის აქციებზე 1970-ინი წლებში. ნაცვლად ამისა, მანდ გარიგება Converse-თან დადო, რომელიც მას წელიწადში მხოლოდ $100 ათასს სთავაზობდა. 

„მე არ ვიყავი მდიდარი ოჯახიდან, შესაბამისად მე ისიც კი არ ვიცოდი აქციები რა იყო. შესაბამისად, 45 წლის წინ დავკარგე აქციები, რომლებიც დღეს $5 მილიარდი იქნებოდა“,- ამის შესახებ ჯონსონმა ამ წლის დასაწყისში All The Smoke-ის პოდკასტში განაცხადა.

ცნობისთვის, სხვა მილიარდერი სპორტსმენები არიან NBA-ს მოთამაშეები მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი და გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი.