LIVE

AstraZeneca: ვაქცინა უსაფრთხოა

15 მარ 202108:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 504
AstraZeneca: ვაქცინა უსაფრთხოა
Andre Malerba/Bloomberg

ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca აცხადებს, რომ მისი ვაქცინა უსაფრთხოა. კომპანია ამტკიცებს, რომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები ყურადღებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ ვაქცინა ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკს არ ზრდის. 

AstraZeneca აცხადებს, რომ ვაქცინის უსაფრთხოებას მუდმივად აკონტროლებს. 

თრომბის განვითარების რისკის გამო, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება დროებით, საკითხზე კვლევების დასრულებამდე შეაჩერა, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, საფრანგეთი და გერმანია, ვაქცინაციას აგრძელებს. AstraZeneca-ს ვაქცინას მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. მისი განცხადებით ვაქცინაციის პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. 

საქართველო სამედიცინო პერსონალის აცრა დღეს სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინით იწყებს. 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სებასტიან ტონგი