
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროექტი მუშავდება და პრეზენტაცია მალე იქნება.
„ამზადებს ეკონომიკის სამინისტრო, ძალიან მალე იქნება დეტალური ინფორმაცია. ქუთაისის პარლამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი ახალგაზრდებისთვის. ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე ტექნოლოგიური ცენტრი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა 2020 წლის იანვარში შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და პრემიერმინისტრი აცხადებდა, რომ ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადებაზე ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა დაწყებული ჰქონდა. გასული წლის ბოლოს კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში IT ჰაბის შექმნა განიხილება