LIVE

ივნისის შემდეგ, ბიტკოინმა $28 000-ს პირველად გადააჭარბა

20 მარ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
ივნისის შემდეგ, ბიტკოინმა $28 000-ს პირველად გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულება დღეს ცხრათვიან მაქსიმუმს მიუახლოვდა. უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასმა $28 474-ს მიაღწია, რაც 12 ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოგვიანებით აზიაში ვაჭრობაში, მისი საბაზრო ღირებულება $27 549-მდე შემცირდა.

10 დღის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი 35%-ით, ხოლო გასულ კვირაში 26%-ით გაიზარდა. შედეგად უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ გასული კვირა, ოთხი წლის განმავლობაში, საუკეთესო შედეგით დაასრულა, რაც საბანკო სფეროში არეულობით აიხსნება. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები ციფრული აქტივებისკენ იხრებიან. ეთერიუმმა, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ, გუშინ შვიდთვიან მაქსიმუმს - $1 846-ს მიაღწია. 

საბანკო სექტორში ქაოსი გამოიწვია აშშ-ში ერთი-ერთი უმსხვილესი ბანკის, Silicon Valley Bank (SVB)-ის კოლაფსმა, რასაც ფინანსური ინსტიტუტების აქციების ვარდნა მოჰყვა. პარალელურად, ღრმავდებოდა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის კრიზისი, რაც გუშინ უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის, UBS-ის მიერ მისი შეძენით დასრულდა.