
Silicon Valley Bank (SVB)-ის კოლაფსის შედეგად, გლობალური ფინანსური აქციები დაეცა. MSCI World Financials Index-სა და MSCI EM Financials Index-ში შემავალი კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულება პარასკევს და ორშაბათს დაახლოებით $465 მილიარდით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო უწყებები აცხადებენ, რომ ბანკის დახურვის შემდეგ, ზიანს მაქსიმალურად ამცირებენ და მეანაბრეების თანხები დაცულია, ინვესტორები შიშობენ, რომ სხვა ფინანსური ორგანიზაციები კვლავ დაზარალდებიან.
გუშინ აშშ-ის მსხვილმა ბანკებმა საფონდო ბირჟაზე დაახლოებით $90 მილიარდი დაკარგეს, შედეგად, ბოლო სამი სავაჭრო სესიის ზარალმა თითქმის $190 მილიარდი შეადგინა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ რეგიონული კრედიტორები. First Republic Bank-ის აქციები 60%-ზე მეტით დაეცა, რადგან ახალი დაფინანსების შესახებ ამბებმა ინვესტორები ვერ დაამშვიდა.
ევროპული ბანკების ინდექსი 0.6%-ით დაეცა.
Credit Suisse-ის აქციები 1.3%-ით, ხოლო HSBC-ის აქციები 1.8%-ით შემცირდა.
გუშინ გარკვეულ მომენტში ესპანური Santander და გერმანული Commerzbank-ის აქციების ფასები ერთ მომენტში 10%-ზე მეტით დაეცა.
MSCI Asia Pacific Financials ინდექსი დაახლოებით 2.7%-ით დაეცა და 29 ნოემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.
დღეს იაპონიის Topix Banks-ის აქციების ინდექსი 7%-ზე მეტით დაეცა, რაც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველაზე უარესი შედეგია.
აქტივების მიხედვით, იაპონიის ყველაზე დიდი კრედიტორის, Mitsubishi UFJ Financial Group-ის აქციები, შუადღის ვაჭრობაში 8.1%-ით დაეცა.