LIVE

ეკონომისტების 28% ანაკლიის პორტზე მთავრობის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს

13 მარ 202320:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
ეკონომისტების 28% ანაკლიის პორტზე მთავრობის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს

PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, მათ მიერ გამოკითხული ქართველი ეკონომისტების 28% უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ აღნიშნულია, რომ ეკონომისტების უმეტესობა (39%) არ არის დარწმუნებული როგორ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება.

„ტოლია წილი იმ ეკონომისტებისა (17%), ვინც გადაწყვეტილებას დადებითად ან უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ არცერთი გამოკითხული ეკონომისტი არ აფასებს გადაწყვეტილებას ძალიან დადებითად, 11% კი მას ძალიან უარყოფითად აფასებს“, - აღნიშნულია PMC-ის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ფარგლებში PMC-იმ 60 ქართველი ეკონომისტი გამოკითხა.   

შეგახსენებთ, 2022 წლის ბოლოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხად, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენი ტენდერით უცხოელ პარტნიორებს გადაეცემათ.

თებერვალში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ქონების მართვის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი.