LIVE

იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან $607 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 177%-ია

06 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან $607 მილიონის შემოსავალი მიიღო - ზრდა 177%-ია

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ტურიზმიდან 607 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური ზრდა 176.9%-ია. 

მხოლოდ თებერვალში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 191.8%-ით, 307 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იანვრის შემოსავალმა კი 300 მლნ დოლარი შეადგინა. 

Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ იანვრის ბოლოს „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდა დაახლოებით 15%-ის ფარგლებში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 3.9 მილიონს მიაღწია, რაც 176%-ით მეტია 2021 წლის მონაცემზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაჩვენებელი, ვიზიტორთა პანდემიამდელი რაოდენობის 65%-ს შეადგენს. PMC-ის შეფასებით, ზრდის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ტურისტული, ისე, არატურისტული ვიზიტების მატება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 3 მლრდ 517 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლებით რუსეთი ლიდერობდა. იანვარი-დეკემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსმა მოგზაურებმა ქვეყანაში 891 მლნ დოლარი დახარჯეს.