LIVE

2012 წლიდან დღემდე რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაორმაგდა - ICC

04 მარ 202300:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
2012 წლიდან დღემდე რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაორმაგდა - ICC

"საქართველო ეკონომიკურად უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ოდესმე, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ყოფილა",- ასეთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, რუსეთზე ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ გასულ წელს 18.3% შეადგინა, შედარებისთვის კი 2012 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო. 

როგორც სპეციალისტები "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებენ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შედეგებს უფრო მძიმედ ეტაპობრივად ვიხილავთ.

"Რუსეთმა რომ ბაზარი ჩაკეტოს ძნელი წარმოსადგენია რას მოიქმედებს ბიზნესი, არადა ამის მაგალითი არა ერთხელ გვინახავს",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, სალომე დეისაძე. 

ICC-ს კვლევაში გამოყენებულია ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა - ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი, ფულადი გზავნილები და უცხოური ინვესტიციები. 

კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება წლების მიხედვით ასე გადანაწილდა -  2003 (21%), 2012 (23,6%) და 2022 (23%).

რაც შეეხება აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულებას, 2003 წელს (10%), 2012 წელს (4%) და 2022 წელს (7%)-ს შეადგენდა. ზრდა, რომელიც  2012-2022 წლებში დაფიქსირდა, ძირითადად ფულის ნაკადის, იმპორტის და მეორადი მანქანების რაოდენობის გაზრდით არის განპირობებული.