LIVE

საქართველოს ბანკი და თიბისი კვლავ ლიდერობენ - როგორ ნაწილდება ₾2.1 მილიარდიანი მოგება

02 თებ 202320:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
საქართველოს ბანკი და თიბისი კვლავ ლიდერობენ - როგორ ნაწილდება ₾2.1 მილიარდიანი მოგება

2022 წელი კომერციულმა ბანკებმა ჯამური 2 მლრდ 89 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, საიდანაც დიდი წილი კვლავაც ორ უმსხვილეს ბანკზე - „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისიზე“ მოდიოდა.

კერძოდ, შარშან მომგებიანობით პირველ ადგილზე „საქართველოს ბანკი“ იყო, რომელმაც 2022 წელი 924.3 მლნ ლარის მოგებით დახურა. მეორე ადგილზე კი 893.5 მლნ ლარის მოგებით „თიბისი“ იყო.

მომგებიანი ბანკების ხუთეულში არიან ასევე "ლიბერთი", რომელმაც გასული წელი 66.9 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, "ბაზის ბანკი" 54.3 მლნ ლარის მოგებით და "ქართუ ბანკი" 52.8 მლნ ლარის მოგებით.

გასულ წელს ზარალზე იყო სანქცირებული „ვითიბი ბანკი", რომელმაც 2022 წელი 51.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

2022 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება/ზარალი ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ბანკი  მოგება ₾924.3 მლნ                          
  • თიბისი ბანკი          ₾893.5 მლნ                          
  • ლიბერთი ბანკი       ₾66.9 მლნ                              
  • ბაზის ბანკი            ₾54.3 მლნ                          
  • ქართუ ბანკი           ₾52.8 მლნ                          
  • პროკრედიტ ბანკი    ₾48 მლნ                           
  • კრედო ბანკი           ₾33.7 მლნ                              
  • ტერა ბანკი             ₾30.3 მლნ                           
  • იშ ბანკი                 ₾17.7 მლნ                           
  • ხალიკ ბანკი            ₾13.1 მლნ                           
  • ზირაათ ბანკი          ₾6.4 მლნ                                
  • ვითიბი ბანკი           ზარალი -₾51.3 მლნ                          
  • სილქ ბანკი            -₾2.8 მლნ                             
  • პაშა ბანკი              -₾2.1 მლნ                        

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, გასულ წელს საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლებმა 7 მლრდ 505 მლნ ლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საბანკო სექტორის შემოსავლები 1 მლრდ 529 მლნ ლარითაა გაზრდილი.

სებ-ის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების დიდ ნაწილს საპროცენტო შემოსავლები შეადგენდა. კერძოდ, წინა წელს ბანკების საპროცენტო შემოსავლები 5 მლრდ 640 მლნ ლარი იყო.

ცნობისთვის, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდნენ.