LIVE

წელს მთავრობამ მხოლოდ 3 სახელმწიფო საწარმო გაყიდა

05 ნოე 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
წელს მთავრობამ მხოლოდ 3 სახელმწიფო საწარმო გაყიდა

მიმდინარე წელს მთავრობამ მხოლოდ სამი სახელმწიფო საწარმო გაყიდა. კომპანიების პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 241 ათასი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაყიდულ სახელმწიფო კომპანიებს შორისაა შპს "ბისტროს" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი და შპს "უნიონის" პარტნიორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 20%-იანი წილი.

ამასთან, სიმბოლურ 1 ლარად გასხვისდა შპს „წყალთა სახეობის ცენტრი ტონუსის“ 100%-იანი წილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ შარშან მთავრობა აცხადებდა, რომ 2021 წლის ბოლომდე 50 სახელმწიფო კომპანიის გაყიდვას გეგმავდა. თუმცა სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მომზადებული მოხსენების თანახმად, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მხოლოდ 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა.