LIVE

11 თვეში მხოლოდ 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა

02 ივნ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
11 თვეში მხოლოდ 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა

2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 4 სახელმწიფო საწარმო გაიყიდა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მომზადებული მოხსენების თანახმად, საწარმოების ჯამურმა ღირებულებამ 2 238 350 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება უძრავი ქონების პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის ფორმით, 2021 წელს 318 ობიექტი გაიყიდა, რომელთა საპრივატიზაციო ღირებულებამ 211 425 350 ლარი შეადგინა. 2022 წელს ამავე პროექტის ფარგლებში გაიყიდა 58 ობიექტი (საპრივატიზაციო ღირებულება 27 203 875 ლარი). 

შეგახსენებთ, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს დაიწყო. 2021 წლის თებერვალში მთავრობა აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე ინვესტორებს საპრივატიზებოდ სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებდა.

მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს. 

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სახელმწიფო საწარმოებია.

უწყების ინფორმაციით, საწარმოებიდან მომდინარე რისკები ძირითადად დაკავშირებულია წლების განმავლობაში მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან.