LIVE

ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემია 3 ეკონომისტს გადაეცა

10 ოქტ 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 856
ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემია 3 ეკონომისტს გადაეცა

ეკონომიკურ მეცნიერებებში საბანკო და ფინანსური კრიზისების კვლევისთვის 2022 წლის ნობელის პრემია ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ყოფილ ხელმძღვანელს ბენ ბერნანკეს და მის ორ ამერიკელ კოლეგას, დუგლას დიამონდს და ფილიპ დიბვიგს გადაეცა.

გამარჯვებულები გაინაწილებენ საპრიზო ფონდს, რომელიც 10 მილიონ კრონას ($885,000) შეადგენს. 

ნობელის პრემიის Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გამარჯვებულებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ეკონომიკაში ბანკების როლის გაგება და ფინანსური ბაზრების რეგულირების საკითხი. ამავე ტვიტის მიხედვით, მეცნიერების კვლევა ამცირებს რისკს შეიქმნას ფინანსური კრიზისები, რაც იწვევს ხანგრძლივ დეპრესიას და საბოლოოდ საზოგადოებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს.  

ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში დაწესებული პრემია ბოლოა 6 ჯილდოს შორის, რომელსაც შვედეთის სამეცნიერო აკადემია და შვედეთის ცენტრალური ბანკი (Sveriges Riksbank) ყოველწლიურად გასცემენ. 

ეკონომიკაში პრემიის დაწესების ინიციატივა სწორედ შვედეთის ცენტრალური ბანკს ეკუთვნის. შვედმა გამომგონებელმა, ალფრედ ნობელმა გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების დიდი ნაწილი ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, მშვიდობასა და ლიტერატურაში ყოველწლიური ყოველწლიური ჯილდოს გასაცემად დატოვა. ბანკმა ამ სიას ეკონომიკის მეცნიერებები 1968 წელს დაუმატა. 

მე-20 საუკუნეში ეკონომიკურ მეცნიერებებში დაჯილდოებული ყველაზე ცნობილი ეკონომისტები არიან მილტონ ფრიდმანი, ჯეიმს ტობინი, პოლ კრუგმანი და ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტ უმელასი