LIVE

მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტები მიმოქცევაში შობისთვის გაეშვება

30 სექ 202213:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 542
მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტები მიმოქცევაში შობისთვის გაეშვება
Chris Ratcliffe/Bloomberg

მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტები დიდ ბრიტანეთში მიმოქცევაში შობამდე გაეშვება.  

დედოფალ ელისაბედ II-ისგან განსხვავებით, ახალი მონარქი მონეტაზე მარცხენა პროფილით იქნება გამოსახული, რითაც გრძელდება მონეტებზე სახის ორიენტაციის ცვლილების სამეფო ტრადიცია.  

მეფის პორტრეტი მოქანდაკე მარტინ ჯენინგსის მიერ შეიქმნა და ის თავდაპირველად სპეციალურ სამახსოვრო 5 ფუნტიანსა და 50 პენსის მონეტაზე გამოჩნდება, უფრო მცირე ნომინალები კი საერთო მიმოქცევაში საშობაოდ შევა.

იმის გამო, რომ მონეტებს 20-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, არსებული 27 მილიარდის ღირებულების მონეტები დაზიანებამდე მიმოქცევა დარჩება.  

ცვლილება გადასახადის გადამხდელებს დამატებით ტვირთად არ დააწვება, რადგან მონეტები ისედაც მუდმივად ახლდება. თუ ბარათებისა და მობილური აპლიკაციების წყალობით, ნაღდი ფულის გამოყენება შემცირდება, მომავალში შეიძლება ნაკლები მონეტა გახდეს საჭირო. 

მიუხედავად იმისა, რომ მონეტები მიმდინარე წელში იცვლება, ბანკნოტები, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული, სავარაუდოდ, მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებში გაეშვება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეამონ აკილ ფარჰატი