LIVE

მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის მშენებლობას გეგმავს

28 სექ 202212:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1571
მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის მშენებლობას გეგმავს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მშენებლობა იგეგმება. კალაძის განმარტებით, საკითხის თაობაზე მერია აზიის განვითარების ბანკთან აქტიურად მუშაობს.

„მეტროში გვაქვს გარკვეული პრობლემები, მით უფრო, პიკის საათში. ეს არის განსაკუთრებით მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიდის და არსებული შესასვლელი მათ ვერ ატარებს.

მეტროს, გადაყვანის - ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ აქვს. შესასვლელთან არის დისკომფორტი და ამასაც მივხედავთ, მოვაწესრიგებთ. კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან და გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის თქმით, მეტროში არსებული საცობების გასანეიტრალებლად, მერია პირველ რიგში ნაკადების მართვასა და ასევე „სადგურის მოედნის“ მეტროს გვირაბის გაფართოებას გეგმავს.