LIVE

გერმანიას 9 ევროიანი სამგზავრო ბილეთი 1 წელში €14 მილიარდი დაუჯდება- ლინდნერი

21 აგვ 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1054
გერმანიას 9 ევროიანი სამგზავრო ბილეთი 1 წელში €14 მილიარდი დაუჯდება- ლინდნერი

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ტრანსპორტისთვის პოპულარული 9-ევროიანი ბილეთის ვადის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ეს ქვეყანას $14.1 მილიარდი დაუჯდება, რაც შესაძლოა სხვაგან უკეთ იყოს გამოყენებული.

"თვეში ცხრა ევრო უფასო არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც სხვა იხდის. ფულს, რომელიც სხვაგან აღარ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად განათლებაში",- განაცხადა ლინდერმა.

მინისტრმა, რომელიც ბიზნესისადმი მეგორბრული FDP პარტიიდან არის, არაერთხელ უარყო მთავრობის სამთვიანი ექსპერიმენტი იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ, რომელიც ზაფხულში დაიწყო. ინიციატივის მიზანია დაეხმაროს ცხოვების ხარჯების კრიზისს და შეამციროს მანქანით გადაადგილება ენერგიის ფასების ზრდის ფონზე. ფასდაკლებული ბილეთები აგვისტოს ბოლოდან აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიებამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ინფლაციის შერბილებას. Bundesbank-ის პრეზიდენტის იოხიმ ნაგელის განცხადებით, ამ ტიპის ბილეთების და ბენზინზე ფასდაკლების დასრულება ფასებს შემოდგომაზე დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით გაზრდის. მისი თქმით, ინფლაციამ შესაძლოა 10%-იც კი შეადგინოს, რაც პირველად 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორნიშნა რიცხვს მიაღწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემ